თბილისში ახალი საწყლოსნო კომპლექსი გაიხსნა

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 თებერვალს, "სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, "სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა.

კომპლექსი მართვაში გადაეცა წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისის" აკადემიას, რომელიც ცურვისა და წყალბურთის სწავლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართავს.

სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახი კანდელაკმა, მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და "დინამო თბილისის" დამფუძნებლები, საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრები -
ზურაბ რურუა
, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია.

ბავშვთა სავარჯიშო სპორტული პროგრამის შედგენაში მოწვეული უცხოელი ექსპერტები და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია მონაწილეობდნენ.

პროგრამის განხორციელებასა და ვარჯიშებში საქართველოს წყალბურთელთა და მოცურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მოქმედი წევრები არიან ჩართულნი. "დინამო თბილისის" აკადემია მოსამზადებლად მიიღებს აღსაზრდელებს 3-დან 13 წლამდე. ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს.

მიხეილ გიორგაძე: "მიხარია, რომ თბილისში, "სილიკონ ველის" ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც მოიცავს ორ საცურაო აუზს და ერთ სავარჯიშო დარბაზს. კომპლექსი მართვაში გადაეცემა "დინამო თბილისის" აკადემიას, რომელიც 3-დან 13 წლამდე ბავშვებს ცურვასა და წყალბურთში საერთაშორისო სტანდარტებით მოამზადებს. მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, რომელიც ჩართულია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ხელმისაწვდომობა, მასობრიობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სამინისტროს ერთი-ერთი პრიორიტეტია და მიხარია, რომ ბავშვებს ასეთ კომფორტულ პირობებში ვარჯიშის საშუალება ექნებათ".

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Dინამოს აკადემიას? :D :D ბტუელენს ჩVენი აუზი Gვეგონა აჰაჰაჰაჰ
Nnnnn
14:01 20-02-2018
0

სიახლეები პოპულარული