სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ბარლეტას ტურნირზე Wild Card-ი მიიღო და ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ ბარლეტაში გასამართ ჩელენჯერის დონის ტურნირზე "ველური ბარათი" მიიღო, რისი საშუალებითაც ძირითად ბადეშია დაშვებული.

ჩვენებურის მეტოქე პირველ წრეში 21 წლის იტალიელი, მსოფლიოს 290-ე ნომერი სამუელ ვინსენტ რუჯერი იქნება. ჩოგბურთელები კარიერაში აქამდე არასდროს შეხვედრიან.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი ამ ბარიერის დაძლევს, მერვედფინალში მისი მეტოქე ჰენრი მაიოსა და კვალიფიკანტს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ