სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა გაიმარჯვა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (106) დღეს პარიზის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჩაერთო და პირველ წრეში ფრანგი კვენტინ ჰალისი (26) 2 სეტში 6:3, 6:4 დაამარცა. მატჩი 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზს ბოლო 10 მატჩიდან 9 წაგებული ჰქონდა და უსიამოვნო სერია პარიზში დასრულდა.

მისი შემდეგი მეტოქე ხორვატ მარინ ჩილიჩსა (17) და იტალიელ ლორენცო მუსეტის (23) შორის გამარჯვებული იქნება. მათი მატჩი ახლახან დაიწყო.



ასევე დაგაინტერესებთ