სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი კვლავ ცუდ ფორმაშია - ნიკამ მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვინსტონ სალემის პირველივე წრის შეხვედრაში დამარცხდა.

ჩვენებურმა, ბრაზიელ ტიაგო მონტეიროსთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 4:6, 1:6 წააგო.

ნიკოლოზს ზედიზედ 5 მარცხი დაუგროვდა, მას უკვე ბოლო ჩატარებული 11 სეტიდან არცერთი არ მოუგია.

ბასილაშვილი ახლა ნიუ-იორკში გადაინაცვლებს და ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზებს.
ასევე დაგაინტერესებთ