სხვა

ჩოგბურთი

ნიკამ მატჩი ვერ დაასრულა - ბასილაშვილი ბაშტადის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ქალაქ ბაშტადში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა. 

ქართველი ფრანგ უგო გასტონთან 6:7, 0:3 მარცხდებოდა, რის შემდგომაც ნიკამ თამაშის გაგრძელებაზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო უარი განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ტურნირზე ითამაშებს შემდეგში ბასილაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ