საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანული ZDF-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ევროპოპთან" მიცემული კომენტარით უპასუხა.
როგორც უკვე ვწერდით, აღნიშნულმა გერმანულმა წყარომ გაავრცელა ცნობა, რომ ნიკოლოზი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი.
"და კომენტარი გავაკეთო ამ სისულელეზე? რამდენჯერ დაწერეს ასეთი რამე ჩემზე, როდისმე გამართლებულა? სასამართლო პროცესი ვისაც მოვუგე, დგას და რუსულ გვერდებს აწერინებს სისულელეებს, შემდეგ ეს გვერდები იღებენ ამ ინფორმაციას და ავრცელებენ, რომ ნახვადი იყოს." - ამბობს "ევროპოპთან" ბასილაშვილი.