სხვა

ჩოგბურთი

შეუძლებელია, შენ გასწვრივ ბასილაშვილის სახელის დანახვა გაგიხარდეს - მარი ნიკოლოზთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების (6:1, 3:6, 6:4, 6:7, 6:4) შემდეგ პირველი კომენტარი კორტზევე გააკეთა.

"დაინახეთ, როგორც თამაშობდა, მთელი მატჩი წინ და უკან დავრბოდი. ეს ბიჭი საოცარი ძალით ურტყამს. შეუძლებელია, საკუთარი გვარის გასწვრივ მისი გვარის დანახვა გაგიხარდეს.

წინა კვირაში სიდნეიში ძალიან ბრუტალური შეხვედრა ჩავატარეთ. იმ თამაშის მოგებამ თავდაჯერება შემმატა და ძალიან მიხარია, რომ ნიკოლოზის დამარცხება მესამედაც შევძელი.

ოპერაციების შემდეგ დიდ სლემზე წარმატებული სვლა არ მქონია. ძალიან მინდა ავსტრალიაში ეს ყველაფერი შეცვალო", - აღნიშნა
ენდიმ.

ასევე დაგაინტერესებთ