სხვა

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ქალაქ კონკორდში მიმდინარე ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა.

ჩვენებური 1/4-ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვერა ზვონარევასთან სამ სეტში - 7:5, 2:6, 4:6 დამარცხდა.

თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ზვონარევამ მესამე სეტში გამოცდილების ხარჯზე ერთი ბრეიქი გააკეთა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

მიუხედავად მარცხისა, 1/4-ფინალში გასვლით ბოლქვაძემ 26 სარეიტინგო ქულამა მოიპოვა, რეიტინგში 9 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 167-ე ჩოგანია.