რეიტინგში დაწინაურებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ჩელენჯერზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ჩელენჯერის ტურნირზე იასპარეზებს.

ქართველის მეტოქე პირველ წრეში გერმანელი ტობიაშ კამკე იქნება. ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში ნიკამ იმარჯვა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული. გამარჯვების შემთხვევაში 1/8-ფინალში ქართველის მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ორშაბათს გამოქვეყნებულ რეიტინგში ბასილაშვილი დაწინაურდა და 86-ე პოზიციიდან მე-80 ადგილზე გადაინაცვლა.

▶ სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული