ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა

AutoSharing Option
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ჩემპიონის ტიტული ინდიან უელსის ტურნირზე ხუან მარტინ დელ პოტროს დარჩა.

ძალიან დაძაბულ მასტერსის ფინალში, არგენტინელ როჯერ ფედერერის დასამარცხებლად, 2:45 საათი დასჭირდა.

სამხრეთამერიკელმა ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მან 3 მატჩ-პოინტი გადაარჩინა.

ის გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც აღნიშნული პრესტიჟული ტიტული მოიგო. 1998 წლის შემდეგ კი, მას მერე, რაც ინდიანაში მარსელო რიოსმა იჩემპიონა, დელ პოტრო პირველი სამხრეთამერიკელი ჩემპიონია.

აქვე გეტყვით, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, ინდიან უელსის ტურნირს მხოლოდ სამი ჩოგბურთელი - რაფაელ ნადალი, ნოვაკ
ჯოკოჩი და როჯერ ფედერერი იგებდნენ.

შვეიცარიელს თავისი კარიერის საუკეთესო სტარტი (17 თამაში ზედიზედ გამარჯვება) ჰქონდა, რომელიც გუშინდელი წაგებით დასრულდა.

დელ პოტრომ ფედერერს კარიერაში მეშვიდედ მოუგო, თუმცა ურთიერთდაპირისპირებებში 18:7 მარცხდება.

როჯერმა რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხუან მარტინი კი დღეიდან მე-6 ნომერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული