სხვა

ჩოგბურთი

Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება

AutoSharing Option
გამოცემა Dailymail-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი ვარჯიშს მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს, კორტზე კი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს, რომელიც ამჟამად 21-ე პოზიციას იკავებს, დიდი ხანია ბარძაყის ტრავმა აწუხებს. ამის გამო მან გასული სეზონის ნახევარი და მიმდინარე სეზონის დასაწყისი გამოტოვა.

მარეიმ შესაძლოა, ჩელენჯერების დონის ტურნირზეც ითამაშოს და ფორმაში შესვლა ასე სცადოს.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ