ყველაზე ასაკოვანი პირველი - ფედერერი კვლავ მწვერვალზეა

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი კვლავ მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის პირველი ნომერია. შვეიცარიელმა ამ წარმატებას როტერდამის ტურნირის ფინალში გასვლით მიაღწია. თუმცა მხიარულ როჯერს აღნიშნულის მისაღწევად, 1/2-ფინალში გასვლაც ჰყოფნიდა.

ფედერერმა პირველად მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა 2004 წლის თებერვლის თვეში მოიპოვა, ბოლოს კი აღნიშნულ პოზიციას 2012 წლის ოქტომბერში იკავებდა. იგი 36 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

მიმდინარე სეზონში როჯერმა ერთი ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა უკვე მოიგო. დღეს კი როტერდამის ტურნირის ფინალში მისი მეტოქე გრიგორ დიმიტროვი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული