ნიუ-იორკის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილებში ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ-იორკის ტურნირის წყვილთა თანრიგში ნახევარფინალში იასპარეზებს.

მისი და მოლდაველი რადუ ალბოტის დუეტმა პირველ წრეში ნიკოლას მონროესა და ჯონ პატრიკ სმიტის წყვილი დაამარცხა, მეორე წრეში კი მათი მეტოქე კორტზე არ გამოცხადდა.

შესაბამისად, ქართულ/მოლდავური წყვილი 1/2-ფინალშია გასული და მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს გაირკვევა. ჟერემი შარდისა და ფაბრის მარტინის დუეტი ვესლი კოლჰოფისა და არტიომ სიტაკის დეუტს დაუპირისპირდება - სწორედ ეს მატჩი გაარკვევს ბასილაშვილი/ალბოტის მეტოქის ვინაობას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირზე ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა, თუმცა პირველივე წრეში ისრაელის წარმომადგენელ
დუდი სელასთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული