ოქსანა კალაშნიკოვა ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
ტაიპეის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან იყო შეამხანაგებული. ქართულ-იაპონური დუეტი, ინგ დუანისა და იაფან ვანგის ჩინურ წყვილთან ორ სეტში - 6:7, 6:7 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩამდე ქართველს და მის პარტნიორს, ასევე მათ მეტოქეს, არცერთი სეტი არ ჰქონდათ წაგებული.

კალაშნიკოვა ახლა ესტონეთის დედალაქ ტალინში გაემგზავრება, სადაც საქართველოს ნაკრებს ფედერაციის თასზე დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული