სხვა

ჩოგბურთი

დღეს მარაკეშში: ბრძოლა კიდევ შეიძლება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში, დღეს დასკვნით სათამაშო დღეში ჩაერთვება. პირველი დღის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელები ძალიან რთული მისიის წინაშე არიან დარჩენილნი.

გიორგი ცივაძის მარცხის შემდეგ, წლევანდელი საჩოგბურთო სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია დაფიქსირდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 19 წლის მაროკოელ, მსოფლიოს 698-ე ნომერ ამინე აჰოუდასთან, სამ სეტში - 6:3, 3:6, 3:6 წააგო.

ჯამში, დავით კვერნაძის გუნდი, 0:2 მარცხდება და დღეს ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მართებს იმისათვის, რომ წყვილში გამარჯვებული თავად დარჩეს. სათამაშო დღე 15:00 საათიდან მოყოლებული წყვილთა კატეგორიით განახლდება.

ჩვენი გუნდიდან კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გავა, რომელსაც დიდი ალბათობით სანდრო მეტრეველი შეუწყვილდება. მატჩის ქართველთა გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში კი ასპარეზობა უკვე ერთეულებში - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლამინე უაჰაბის მატჩით გაგრძელდება.


ასევე დაგაინტერესებთ