დღეს მარაკეშში: ბრძოლა კიდევ შეიძლება

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში, დღეს დასკვნით სათამაშო დღეში ჩაერთვება. პირველი დღის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელები ძალიან რთული მისიის წინაშე არიან დარჩენილნი.

გიორგი ცივაძის მარცხის შემდეგ, წლევანდელი საჩოგბურთო სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია დაფიქსირდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 19 წლის მაროკოელ, მსოფლიოს 698-ე ნომერ ამინე აჰოუდასთან, სამ სეტში - 6:3, 3:6, 3:6 წააგო.

ჯამში, დავით კვერნაძის გუნდი, 0:2 მარცხდება და დღეს ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება მართებს იმისათვის, რომ წყვილში გამარჯვებული თავად დარჩეს. სათამაშო დღე 15:00 საათიდან მოყოლებული წყვილთა კატეგორიით განახლდება.

ჩვენი გუნდიდან კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გავა, რომელსაც დიდი ალბათობით სანდრო მეტრეველი შეუწყვილდება. მატჩის ქართველთა გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში კი ასპარეზობა უკვე ერთეულებში - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლამინე უაჰაბის მატჩით გაგრძელდება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო ბიჭები კი არა, ზოგადად ქართული ჩოგბურთი არ არის მზად წინსვლისთვის, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვებ გვერდი არ აქვთ ამ უნიათოებს, მგონი ერთადერთები არიან ამ საკითხში, ქვეყანაში არ არსებობს ორგანიზაცია ან კომპანია მსგავსი პრობლემით :(((
ზურა
12:21 04-02-2018
0
არ არიან ბიჭები მზად.
სოსო
10:43 04-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული