სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

1/4-ფინალურ დაპირისპირებაში მან გერმანელ ლიზა მატვიენკოს ორ სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:3 სძლია.

ქართველმა 5 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი 2-ჯერ დაკარგა.

სოფიას არცერთი ეისი არ ჰქონია, ამის საპირისპიროდ კი ორმაგი შეცდომით მეტოქეს ქულა 2-ჯერ დაუთმო.

1/2-ფინალში მისი მეტოქე ბელორუსი, 18 წლის ჩოგბურთელი ნიკა შიტკოუსკაია იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული