90 ქულა და 150 000 დოლარი - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა 1/16-ფინალში კაილ ედმუნდთან ხუთ სეტში დასანანი მარცხი იწვნია.

პირველი პარტია ნიკოლოზმა ტაი-ბრეიკზე წააგო. იგი მეორე სეტში 3:1 მარცხდებოდა, თუმცა მისი შემოტრიალება მოახერხა და პარტიაც მისი გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

ბასილაშვილმა მიღებაზე კარგი ასპარეზობა გააგრძელა და მომდევნო სეტიც ანგარიშით - 6:4 სათავისოდ დაიტოვა.

ქართველს მე-4 სეტი სრულიად ჩაუვარდა და 0:6 დამარცხდა.

გადამწყვეტ პარტიაში კი უკეთესი ბრიტანელი აღმოჩნდა და ერთხელ გაკეთებული ბრეიკით, 7:5 გაიმარჯვა.

საბოლოოდ, ბასილაშვილი 6:7, 6:3,
6:4, 0:6, 5:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 3:38 საათი გაგრძელდა.

შეხვედრის განმავლობაში ჩვენებურის ანგარიშზე 12 ეისი დაგროვდა.

თუმცა საგულისხმოა ორმაგი შეცდომები. ამ კომპონენტში ნიკოლოზმა მეტოქეს ქულა 17-ჯერ აჩუქა.

ბასილაშვილმა წლის პირველ დიდ სლემზე 55 სარეიტინგო ქულა და 150 000 დოლარი გამოიმუშავა.

ქართველს ჰქონდა შანსი, კარიერაში პირველად, დიდი სლემის მე-4 წრეში გასულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
55 ქულა საიდან მოვიდა? 90 ქულა აიღო მესამე წრეში გავლისთვის. 10+45 თუ იგულისხმეთ, ეს არასწორია. 10 ქულა ეწერება კვალიფიკაციიდან გასულს პირველ წრეში წაგებისთვის, 45 - მეორე წრეში დამარცხებულს (და კვალიფიკაციიდან გამოსულს ის 10 ქულა ამ 45-ში ეთვლება).

P.S. იმედია, ამას გამოაქვეყნებთ, თორემ თქვენს შეცდომებს როდესაც ვამჩნევ, იმას არ ბეჭდავთ ხოლმე.
თემო
15:09 19-01-2018
0
ასეთ მრავალ სეტიამ ბრძოლებს მიუჩვეველია,მე მგონი უფრო დაღლილობამ წააგებინა.საწყენია წაგება,მაგრამ ვფიქრობ ნიკა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი დარჩებოდა.სეზონის დასაწყისია და კიდევ უფრო მოუმატებს.
სოსო
12:31 19-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული