კაილ ედმუნდი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: ის ძალიან აგრესიული მოთამაშეა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება.

მსოფლიო რეიტინგში 49-ე პოზიციაზე მყოფმა ბრიტანელმა დღეს ასპარეზობას უზბეკი დენის ისტომინი გამოთიშა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წლის "როლან გაროსზე" შეხვდნენ და მაშინ ედმუნდმა 4 სეტში გაიმარჯვა.

ედმუნდს ჟურნალისტები ბასილაშვილის შესახებ დაეკითხნენ.

"ის ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია. მე მას ერთხელ უკვე შევხვდი საფრანგეთის ღია პირველობაზე.

ბასილაშვილი ყოველთვის ცდილობს, შეგიტიოს. ამის გამო ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს.

მას შეუძლია დააგროვოს ბევრი "ვინერსი" და შეგიქმნას პრობლემები", - აღნიშნა ედმუნდმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული