ბასილაშვილი ავსტრალიაში ჟერალდ მელცერით იწყებს - ვინ არის მეტოქე?

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ჟერალდ მელცერს დაუპირისპირდება.

ჟერალდი ცნობილი ჩოგბურთელის, იურგენ მელცერის უმცროსი ძმაა.

27 წლის ავსტრიელი მსოფლიო რეიტინგში 102-ე პოზიციაზე იმყოფება.

მელცერმა რეიტინგში მაქსიმალური მაჩვენებელი 2016 წლის 21 ნოემბერს დააფიქსირა, როდესაც 68-ე პოზიციას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბასილაშვილი, ისი მისი მეტოქე, "აუსტრალიან ოუფენის" პირველ წრეს არ გასცდენიან.

მელცერს კარიერის განმავლობაში 18 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ATP-ის რანგის არცერთი არ ყოფილა. აქედან 7 ჩელენჯერია, ხოლო 11 - ფიუჩერსი.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ და
სამარყანდში, გრუნტისსაფაროვან კორტებზე, მელცერმა ბასილაშვილს ადვილად - 6:2 6:4 მოუგო.

ავსტრალიის ღია პირველობის შეხვედრები 15 იანვრიდან აიღებს სტარტს. მატჩის დაწყების თარიღი და დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული