ქართველი ჩოგბურთელები წყვილებში: გორგოძემ მოიგო, კალაშნიკოვამ წააგო

AutoSharing Option
ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში სტარტი აიღო ქალთა საჩოგბურთო ტურნირმა, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში.

ჩვენთვის საინტერესო კი წყვილთა თანრიგი იყო, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა გამოდიოდა.

ჩვენებური კოლუმბიელ მარიანა დუკე მარინოსთან იყო შეამხანაგებული, თუმცა მათი დუეტი ძალიან ცუდი აღმოჩნდა.

ქართულ-კოლუმბიური წყვილი ანა ლენა ფრედსამისა და ელისონ ვან უიტვანკის დუეტთან ორ სეტში, ანგარიშით - 3:6 0:6 დამარცხდა.

წყვილთა თანრიგში ასპარეზობს ასევე ეკატერინე გორგოძეც, რომელიც ძალებს ანტალიის ტურნირზე ცდის.

ქართველი 16 წლის თურქთან, აზრა დენიზ ჩომლექთან არის შეამხანაგებული.

დღეს კი მათმა წყვილმა ტამარა
რაცინესა და ილაი იორუქის დუეტს ორ სეტში - 6:1 6:4 აჯობა.

გორგოძე ანტალიაში ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზებს, სადაც პირველ ნომრადაა განთესილი.

ხვალ მისი მეტოქე რუმინელი ოანა გავრილა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული