ბასილაშვილი დოჰას ტურნირს წყვილებშიც გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს როგორც ერთეულებში, ისე წყვილებშიც გამოეთიშა.

ერთეულებში ბორნა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ძალები წყვილებშიც მოსინჯა.

მისი პარტნიორი კი ანდრეას ჰაიდერ-მაურერი იყო, თუმცა ქართულ-ავსტრიული დუეტი ფელისიანო ლოპესისა და რაჯევ რამის წყვილთან ორ სეტში უშანსოდ, 6:2 6:2 დამარცხდა.

საბოლოო ჯამში, ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ერთეულებშიც და წყვილებშიც მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა შეძლო.

მისი შემდეგი ტურნირი კი სიდნეი იქნება, ამის შემდეგ კი ნიკოლოზი წლის პირველი დიდი სლემის გათამაშებაში, ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული