ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში დოჰას ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს ერთეულთა თანრიგში მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ბორნა ჩორიჩთან ორ სეტში, 6:1 6:3 დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი საკუთარ ჩაწოდებაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება ხუთჯერ დაკარგა, მეტოქე კი მხოლოდ ერთხელ დააბრეიკა.

შეხვედრაში, რომელიც 1:14 საათს გაგრძელდა, ნიკას ანგარიშზე 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

დოჰას ტურნირიზე ერთეულებში ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 20 895 დოლარი გამოიმუშავა.

ბასილაშვილი დღესვე ძალებს წყვილებშიც მოსინჯავს. მისი და ჰაიდერ-მაურერის დუეტი, ფელისიანო ლოპესისა და რაჯევ რამის
წყვილს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული