დღეს დოჰაში: ბასილაშვილი ჩორიჩის დამარცხებას მესამედ შეეცდება

AutoSharing Option
შესანიშნავად დაიწყო ახალი საჩოგბურთო სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირზე ჯერ ერთეულებში დაძლია პირველი წრის ბარიერი, შემდეგ კი ავსტრიელ ანდრეს ჰაიდერ-მაუერთან ერთად წყვილებშიც მეტოქეზე უკეთესი აღმოჩნდა.

დღეს კი მერვედფინალში, თბილისის დროით 16:30 საათზე საქართველოს პირველი ჩოგანის მეტოქე ბორნა ჩორიჩი იქნება.

გასულ წელს ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ბასილაშვილს დარჩა.

ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში ფერნანდო ვერდასკოსა და ანდრეი რუბლევს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ნიკოლოზი 45 სარეიტინგო ქულასა და 35 460 დოლარს გამოიმუშავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული