მარია შარაპოვა ჟენშენის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
მარია შარაპოვა ჩინეთის ქალაქ ჟენშენში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

რუსმა ჩოგბურთელმა 1/8-ფინალურ ეტაპზე, ამერიკელ არისონ რისკეს სამ სეტში, 4:6 6:3 6:2 სძლია.

მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფმა რუსმა, საკუთარი ჩაწოდება სამჯერ დაკარგა, მეტოქე კი სამჯერ დააბრეიკა.

ურთიერთშეხვედრები შარაპოვა რისკესთან 3:0 დაწინაურდა.

მეოთხედფინალში კი მისი მეტოქე ყაზახი ჩოგბურთელი, ზარინა დიასი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული