სერენა უილიამსის მწვრთნელი: ფედერერი ყველას აოცებს

AutoSharing Option
სერენა უილიამსის მწვრთნელმა პატრიკ მურატოღლუმ როჯერ ფედერერის შესახებ ისაუბრა.

ამერიკელი ჩოგბურთელის დამრიგებლის თქმით, შვეიცარიელი თავისი ბრწყინვალე შედეგებით ყველას აოცებს.

"მე სერენა უილიამსის მწვრთნელი  ვარ, რომელიც ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს, თუმცა არ შემიძლია დავივიწყო ის წარმოუდგენელი მიღწევები, რომლებსაც ფედერერი ამ ასაკში აღწევს.

ყველა ფიქრობდა, რომ ფედერერი სლემს ვეღარასდროს მოიგებდა და ამისთვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, თუმცა მან საჩოგბურთო სამყაროს თავისი გენია კვლავ დაუმტკიცა", - აღნიშნა მურატოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერერი 36 წლისაა, თუმცა, ჯერჯერობით, აქტიური სპორტიდან წასვლას არ ჩქარობს.

მომზადებულია tennisworld-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული