ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რაფაელ ნადალი და გაბრინ მუგურუზა გამოარჩია

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელი გამოავლინა.

მამაკაცებს შორის ეს პატივი წილად რაფაელ ნადალს ხვდა. ესპანელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ დაასახელა.

ნადალი 1973 წლის შემდეგ ასევე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, რომელმაც სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

ქალებს შორის გაბრინ მუგურუზა გამოარჩიეს, რომელმაც წელს ''უიმბლდონის'' დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

''გახდე საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი, ნიშნავს, წელი შესანიშნავად დაასრულო. გამოდის, რომ შესანიშნავი სეზონი მქონდა. ნადალი ბრწყინვალე ჩოგბურთელია და იგი ყველა ესპანელისთვის მისაბაძი მაგალითია'', - აღნიშნა მუგურუზამ.

მომზადებულია daylimail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული