"მანჩესტერ იუნაიტედი" ენდი მარეის გაეხუმრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს, ენდი მარეის გაეხუმრა.

ყველაფერი კი პრემიერლიგის გასული ტურის თამაშის, "არსენალი"-"მანჩესტერის" შემდეგ მოხდა. ენდის ძმა ჯეიმი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარია, ხოლო თავად ენდი - "არსენალის".

მატჩის დასრულების და "მანჩესტერელთა" გამარჯვების შემდეგ ჯეიმი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეხვდა და "ტვიტერზე" დაწერა, რომ ძალიან მაგარი თამაში იყო. საპასუხოდ "მანჩესტერის" გვერდმა ენდის დაუწერა: "ალბათ, ჯეიმი სიხარულისაგან ყვიროდა. დარწმუნებულნი ვართ, იგი სიხარულისაგან გაგიჟდა".

ენდი მარეი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერია. ამჟამად იგი მე-16 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული