3 მედალი ანასტასიასგან! - გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!

AutoSharing Option
5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) ბრწყივალედ იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალბატონმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა!

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი.

6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მთელი დილა სილქუნივერსალზე ველოდებოდი, მაგრამ არ ჩაირთო ლაივი.ვულოცავ ანასტასიას!
giorgi
05 დეკემბერი 2017 11:41
0
როგორ არ ჩაირთო?! 8-00 საათზე პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა.!
g
05 დეკემბერი 2017 12:30
0
ყოჩაღ გოგო!ყველას გილოცავთ,მაგრამ მაინც არ მგონია ეს, საქალო სპორტი
სოსო
05 დეკემბერი 2017 11:19
5
ძალიან კარგი ნიუსია. საქართველოს წარმომადგენლის ოქროს მედალი ძალოსნობაში. ეს ხომ ისტორიაა. წარმატებები
ლევანი
05 დეკემბერი 2017 11:18
0
ვაუუუუ....საღოლ ანასტასია....არ ველოდი გამოვტყდები.... გილოცავთ და წარმატებები...
მიროსან
05 დეკემბერი 2017 11:15
0

სიახლეები პოპულარული