3 მედალი ანასტასიასგან! - გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!

AutoSharing Option
5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) ბრწყივალედ იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალბატონმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა!

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი.

6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ლაშა მაგარი ბიჭი ხარ. იმსახურებ 2017 წლის საუკეთესო სპორცმენად აღიარებას. ვამაყობთ შენით. გ ი ლ ც ა ვ თ.
ჯ ი ჯ ი
11:31 07-12-2017
0
გილოცავ ნასტია, სულ გამარჯვებით გევლოს და ოლიმპიადის ოქროც მოგველოცოს. გაიხარე!
emigranti
13:22 06-12-2017
0
სიახლეები პოპულარული