ჯოკოვიჩი და მარეი TOP10-დან გავარდნენ - ცვლილებები ჩოგბურთელთა რეიტინგში

AutoSharing Option
ტრადიციულად, ორშაბათს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ახალი რეიტინგის TOP10-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მაგალითად, პირველად შევიდა ტოპ-სამეულში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და მისთვის სარეკორდო მესამე ადგილზე იმყოფება. ასევე კარიერის რეკორდები დაამყარეს: დომინიკ ტიმმა (მე-4 ადგილი), გრიგორ დიმიტროვმა (6), დავიდ გოფენმა (8) და ჯეკ სოკმა (9), რომელმაც გასულ კვირას, პარიზის `მასტერსზე" გაიმარჯვა.

და კიდევ, ტოპ-ათეულიდან გავარდნენ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი. ჯოკოვიჩი ახლა მე-12 ჩოგანია, მარეი - მე-16. ნოვაკი ბოლო 10 წელიწადში პირველად
აღმოჩნდა TOP10-ის მიღმა, ენდი - ბოლო 9 წელიწადში პირველად.

ქალებმა გასულ კვირას დაასრულეს სეზონი. ჩინეთის ქალაქ ჟუჰანში გაიმართა წლის ბოლო ტურნირი - WTA-ს "მცირე" შემაჯამებელი ჩემპიონატი, რომელიც გერმანელმა იულია გორგესმა მოიგო. ამის წყალობით, მან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ტურნირის ფინალისტმა, ამერიკელმა კოკო ვანდევეგემ ათეულში შეაღწია.

ATP. TOP10
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) - 10 645
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 9 005
3(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) - 4 410
4(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 815
5(5). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 805
6(8). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) - 3 650
7(9). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 3 150
8(10). დავიდ გოფენი (ბელ) - 2 975
9(22). ჯეკ სოკი (აშშ) - 2 765
10(11). პ. კარენო-ბუსტა (ესპ) - 2 615

WTA. TOP10
1(1). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 6 175
2(2). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 6 135
3(3). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 6 015
4(4). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 730
5(5). ვინუს უილიამსი (აშშ) - 5 597
6(6). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 5 500
7(7). ელენა ოსტაპენკო (ლატ) - 5 010
8(8). კაროლინ გარსია (საფ) - 4 420
9(9). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 3 610
10(12). კოკო ვანდევეგე (აშშ) - 2 655

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იულია გეორგესმა არა, კონჩიტა მარტინესმა მოიგო ბრად
jaga
10:27 08-11-2017
0

სიახლეები პოპულარული