ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ 2018 წლის ტურნირის პრეზენტაციისას გამოაცხადა, რომ მომავალ წელს, "დიდი სლემის" რიგით პირველი ტურნირის მონაწილეები იქნებიან - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ბრიტანელი ენდი მარეი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და იაპონელი კეი ნიშიკორი, რომლებმაც წლევანდელი სეზონი ტრავმების გამო ნაადრევად დაასრულეს.

გარდა ამისა, ტილის იმედი აქვს, რომ მელბურნში ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი სერენა უილიამსი, რომელიც სექტემბერში დედა გახდა.

"სერენა ბრწყინვალე სპორტსმენია. ის არ გამორიცხავს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას. მას ეს შეუძლია, - განუცხადა ტურნირის
პრესსამსახურს ტილიმ. - და, რა თქმა უნდა, მელბურნში ითამაშებენ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი".

აღვნიშნავთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 55 მილიონ დოლარს შეადგენს.

მამაკაცთა და ქალთა ტურნირების გამარჯვებულები 4-4 მილიონ დოლარს მიიღებენ. ტურნირი 15-28 იანვარს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული