სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის "მასტერსს" გამოეთიშა

AutoSharing Option
9 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი (59) შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში არგენტინელ ხუან დელ პოტროს (23) შეხვდა.

სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელი შანხაის "მასტერსს" ნაადრევად გამოეთიშა. პირველ სეტში 2:6 დამარცხების შემდეგ ქართველს შედეგანი მეორე სეტი ჰქონდა და 6:3 იმარჯვა,  მესამე სეტში მეტოქესთან ვეღარაფერს გახდა და 4:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირდაპირ ვერ მოხვდა შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში, ამიტომაც საკვალიფიკაციო ტურნირის თამაში მოუწია. ნახევარფინალურ ეტაპზე ჩინელი ფაინ სუნი დაამარცხა და საკვალიფიკაციოს ფინალში კანადელი ვასეკ პოსპიშილი.
ასევე დაგაინტერესებთ