სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა დათმო

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (60) პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან (19) გამართა. 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში - 6:1, 6:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ტურნირის 1/8-ფინალში კი კირგიოსი გერმანელ მიშა ზვერევს (27) შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ქართველი ჩოგბურთელი ასევე ჩინეთში, ჩენგდუს ტურნირში ასპარეზობდა, სადაც მეორე წრეში დამარცხდა. განახლებულ რეიტინგ-ლისტში ის ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მსოფლიოს მე-60 ჩოგანია.
ასევე დაგაინტერესებთ