დონალდ ტრამპმა საყვარელი სპორტსმენი დაასახელა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის მასპინძლობისას აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სპორტსმენია - ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი.

"იცით, ვინ არის ჩემი საყვარელი სპორტსმენი? რაფალ ნადალი. მომწონს რაფა. ეს ის ბიჭია, რომელსაც ყოველთვის მოგება უნდა. ის - გამარჯვებულია", - განაცხადა ტრამპმა და თან დაამატა, რომ ნადალი - ესპანეთის ნამდვილი საგანძურია.

რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. ამ სეზონში მან მოიგო საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული