ჯოკოვიჩს ისევ აგასი გაწვრთნის

AutoSharing Option
ამერიკელი ანდრე აგასი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გაწვრთნას გააგრძელებს, - წერს სერბული გამოცემა Sport Klub. აგასიმ 30 წლის ჯოკოვიჩთან თანამშრომლობა 2017 წლის "როლან გაროსის" წინ დაიწყო.

აგასის ხელმძღვანელობით, ნოვაკმა "როლან გაროსსა" და "უიმბლდონზე" მეოთხედფინალამდე მიაღწია, აგრეთვე, ისტბურნის ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ სერბმა ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული