როჯერ ფედერერმა ევროპას მოაგებინა

AutoSharing Option
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პირველად ჩატარდა საჩვენებელი ტურნირი - ლეივერის თასი, რომელშიც თითქმის ყველა მოქმედმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. ერთმანეთს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები ხვდებოდნენ.

ევროპის გუნდის კაპიტანი გახლდათ ბიორნ ბორგი, ვიცე-კაპიტანი - ტომას ენკვისტი. ამ გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, მარინ ჩილიჩი, დომინიკ ტიმი, ტომაშ ბერდიხი და ალექსანდრ ზვერევი.

დანარჩენ მსოფლიოს კაპიტნობდა ჯონ მაკინროი, ვიცე კაპიტანი იყო - პატრიკ მაკინროი. შემადგენლობაში იყვნენ: ნიკ კირგიოსი (ავსტრალია), დენის შაპოვალოვი (კანადა), ჯეკ სოკი, ჯონ ისნერი, სემ კუერი და ფრენსის ტიაფო
(ყველა - აშშ).

მატჩის ჩატარების ფორმატი ასეთი იყო: თითო დღეს ოთხი შეხვედრა იმართებოდა - სამი ერთეულებში და ერთი წყვილებში. თითოეულ ჩოგბურთელს უნდა ეთამაშა მინიმუმ ერთი ერთეულის მატჩი სამი დღის განმავლობაში, მაგრამ, არა უმეტეს ორისა. ექვსი მოთამაშიდან მინიმუმ ოთხი უნდა გასულიყო წყვილების მატჩზე. თამაშები სამი სეტის ფორმატში მიმდინარეობდა (მესამე სეტში თამაშდებოდა ტაი-ბრეიკი 10 ქულის მოგებამდე).

პირველ დღეს ყოველი მოგება გუნდს ერთ ქულას აძლევდა, მეორე დღეს - ორს, მესამე დღეს - სამს.

ევროპის ნაკრები მუდმივად წინ იყო. პირველი დღის შემდეგ, 3:1-ს იგებდა, ორი დღის შემდეგ - 9:3-ს. მაგრამ, მესამე დღის პირველი სამი მატჩიდან ორი მსოფლიოს ნაკრებმა მოიგო და ანგარიში გახდა 12:9, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ დასკვნით მატჩში ნიკ კირგიოსი როჯერ ფედერერს დაამარცხებდა, ანგარიში თანაბარი იქნებოდა და საჭირო გახდებოდა დამატებითი მატჩის ჩატარება წყვილებში. მაგრამ შვეიცარიელმა შეძლო მატჩბოლის მოგერიება, ურთულესი თამაშის გადარჩენა და თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი ქულის მოტანა.

ევროპა-მსოფლიო 15:9
I დღე
მარინ ჩილიჩი-ფრენსის ტიაფო 7:6(3), 7:6(0)
დომინიკ ტიმი-ჯონ ისნერი 6:7(15), 7:6(2), 10:7
ალექსანდრ ზვერევი-დენის შაპოვალოვი 7:6(3), 7:6(5)
ბერდიხი/ნადალი-კირგიოსი/სოკი 3:6, 7:6(7), 7:10

II დღე
როჯერ ფედერერი-სემ კუერი 6:4, 6:2
რაფაელ ნადალი-ჯეკ სოკი 6:3, 3:6, 11:9
ტომაშ ბერიხი-ნიკ კირგიოსი 6:4, 6:7(4), 6:10
ფედერერი/ნადალი-კუერი/სოკი 6:4, 1:6, 10:5

III დღე
ბერდიხი/ჩილიჩი-სოკი/ისნერი 6:7(5), 6:7(6)
ალექსანდრ ზვერევი-სემ კუერი 6:4, 6:4
რაფაელ ნადალი-ჯონ ისნერი 5:7, 6:7(1)
როჯერ ფედერერი-ნიკ კირგიოსი 4:6, 7:6(6), 11:9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული