ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა

AutoSharing Option
გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში რამდენიმე ტურნირი გაიმართა, რომელთაგანაც მთავარი სტარტი ტოკიოში იყო. იაპონიის დედაქალაქში რამდენიმე ვარსკვლავი ჩავიდა, მათ შორის, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გარბინ მუგურუსა. ესპანელმა ნახევარფინალამდე გასვლა შეძლო, იქ კი განადგურდა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან - 2:6, 0:6.

მეორე ფინალისტი გახდა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა, რომელმაც გზად გერმანელი ანჟელიკ კერბერი დაამაცხა.

რა თქმა უნდა, ფინალის ფავორიტი ვოზნიაცკი იყო, მაგრამ 2017 წელს ის ექვს ფინალში იყო ნამყოფი და ექვსივე წააგო, თან ისე, რომ ერთი სეტის აღებაც ვერ შეძლო. მაგრამ, ამჯერად, სკანდინავიელმა ნავსი
გატეხა. მან საათსა და 14 წუთში 6:0, 7:5 მოიგო. დანიელის ანგარიშზე იყო ექვსი ეისი და ოთხი ბრეიკი, პავლიუჩენკოვამ კი ვერც ერთხელ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

* * *
WTA-ის კიდევ ერთი ტურნირი სეულში გაიმართა და იქ კარიერაში მეორე გამარჯვებას მიაღწია ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ. მან ფინალში ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია დაამარცხა - 6:7(5), 6:1, 6:4. 2 საათისა და 15 წუთის განმავლობაში, მეტოქეებმა 11 ბრეიკი დააგროვეს - ოსტაპენოს 7 ბრეიკი ჰქონდა, ჰადად მაიას - 4.

შეგახსენებთ, რომ ოსტაპენომ წელი "დიდი სლემის" მეორე ტურნირი - როლან გაროსი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული