ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მე-3 შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე უზბეკი დენის ისტომინი იყო, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 7:5, 6:3 დაამარცხა.

1/2-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელიც ტურნირის მე-7 ნომრადაა განთესილი. მათი დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
როდესაც არ ვუყურებ მაშინ იგებს ეს ბიჭი :) არც დღეს ვუყურებ და თუ გავიდა არც ფინალს, ლიშ ბი მოიგოს :)))
კეში
13:19 23-09-2017
0
თან წყვილების ფინალშია პერი, მთავარია თავისი თამაში ითამაშოს ბასილამ. ფინალში მიშა ზვერევი ელოდება
გიორგი
09:18 23-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული