სერენა უილიამსის წერილი დედას

AutoSharing Option
ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა Reddit-ში საკუთარ გვერდზე წერილი მისწერა დედას. 35 წლის ლეგენდამ აღიარა, რომ ადამიანები ხშირად დასცინოდნენ გარეგნობის გამო, მაგრამ ის კვლავაც აპირებს, ყველა სირთულეს გაუმკლავდეს.

"ძვირფასო დედა, შენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. ვუყურებ ჩემს ქალიშვილს, მას ჩემი ხელები და ფეხები აქვს! ჩემი ძლიერი, დაკუნთული, მძლავრი ხელები და სხეული. არ ვიცი, როგორი რეაგირება მექნება იმაზე, თუ მასაც იმავეს გავლა მოუწევს, რაც მე გავიარე 15 წლის ასაკში და რისი გადატანა დღესაც მიხდება.

მიწოდებდნენ მამაკაცს, რადგან გარეგნულად
ძლიერად გამოვიყურებოდი. ამბობდნენ, რომ დოპინგს ვიყენებდი (ყოველთვის იმდენად პატიოსანი ვიყავი, რომ უსამართლოდ ვერ მოვიქცეოდი და ამ გზით სხვებზე უპირატესობას არ მივიღებდი). ამბობდნენ, რომ უნდა გამოვდიოდე არა ქალების, არამედ მამაკაცების სახეობებში, რადგან სხვა ქალებზე გაცილებით ძლიერი ვარ (არადა, უბრალოდ, ბევრს ვმუშაობ. და დავიბადე ასეთი სხეულით და ვამაყობ ამით).

მაგრამ, დედა, ვიცი, რომ არასოდეს გაურბოდი არც ერთ რეპორტიორს, ადამიანს, დიქტორს და არაკეთილისმსურველს, რომლებსაც ეზიზღებოდი, რათა გეჩვენებინა შავი ქალის ძალა. ვამაყობ იმით, რომ შევძელით გვეჩვენებინა მათთვის - როგორ გამოიყურება ზოგიერთი ქალი. ყველა ერთნაირი არ ვართ. არიან ძლიერები, დაკუნთულები, მაღლები, პატარები, მაგრამ მაინც - ჩვენ ქალები ვართ და ვამაყობთ ამით!

მადლობა იმისთვის, რომ მისაბაძი მაგალითი ხარ. დამპირდი, რომ ისევ დამეხმარები. დარწმუნებული არ ვარ, რომ შენსავით მომთმენი და ძლიერი ვიქნები. იმედია, ოდესმე გავხდები ასეთი. ძალიან მიყვარხარ.

სერენა - შენი ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული