აშშ-ის ღია: ესეც ფინალი - რაფა და ანდერსონი

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ორივე ფინალისტი შაბათს გახდა ცნობილი. გუშინ, გვიან ღამით გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ესპანელი რაფაელ ნადალი და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი.

ნადალი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ხვდებოდა და პირველ სეტში პრობლემები შეექმნა. ესპანელმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავა, დელ პოტრომ კი ორი ასეთი შანსი მიიღო და ერთი გამოიყენა, რამაც სეტში მოგება მოუტანა - 6:4.

მაგრამ, ამის შემდეგ, კორტზე ნადალი დომინირებდა - მომდევნო სამ სეტში მან 13 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, დელ პოტრო კი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე. საბოლოოდ, 2 საათი და 34 წუთის შემდეგ, ესპანელმა ოთხ სეტში მოიგო - 4:6, 6:0, 6:3, 6:2.

ნადალი 23-ედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში, მისი მეტოქე ანდერსონი კი ამას პირველად გააკეთებს. სამხრეთაფრიკელმა ასევე ოთხ სეტში 4:6, 7:5, 6:3, 6:4 დაამარცხა კიდევ ერთი ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა.

კაცები
1/2 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დელ პოტრო (არგ, 24) 4:6, 6:0, 6:3, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ, 28)-კარენო ბუსტა (ესპ, 12) 4:6, 7:5, 6:3, 6:4

ქალები
1/2 ფინალი
კისი (აშშ, 15)-ვანდევეგე (აშშ, 20) 6:1, 6:2
სტივენსი (აშშ)-ვ. უილიამსი (აშშ, 9) 6:1, 0:6, 7:5

ფინალი
სტივენსი (აშშ)-კისი (აშშ, 15) 6:3, 6:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული