აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირს მსოფლიოს პირველი ნომერი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორშაბათიდან WTA-ის კლასიფიკაციას ახალი ლიდერი ეყოლება.

ეს გახლავთ 23 წლის ესპანელი გარბინ მუგურუსა, რომელიც, მართალია, უკვე გამოეთიშა აშშ-ის ღიას, მაგრამ ამ ზაფხულს ორი ტიტულის მოგება მოასწრო - უიმბლდონსა და ცინცინატიში. მუგურუსა რიგით 24-ე პირველი ჩოგანი იქნება ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში.

კაროლინა პლიშკოვამ გუშინ, მეოთხედფინალი 25 წლის ამერიკელ კოკო ვანდევეგესთან წააგო - 6:7(4), 3:6. ჩოგბურთელებმა კორტზე ერთი საათი და 34 წუთი გაატარეს. ვანდევეგემ, რომელიც მსოფლიოს
22-ე ნომერია, ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. პლიშკოვას შვიდი ასეთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი ბრეიკი შეასრულა.

ვანდევეგეს მეტოქე ნახევარფინალში ამერიკელი მედისონ კისისა და ესტონელი კაია კანეპის შეხვედრაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული