სხვა

ჩოგბურთი

ჩოგბურთი. აშშ-ის ღია: ბრძოლა ლიდერობისთვის

AutoSharing Option
აშშ-ის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და ქალთა ტურნირზე ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გარბინ მუგურუსა, რომელმაც პირველი სამი მატჩი ისე მოიგო, რომ მეტოქეებს მხოლოდ ცხრა გეიმი დაუთმო.

ესპანელის ძლევა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ მოახერხა, თუმცა, მუგურუსას მაინც აქვს შანსი აშშ-ის ღიას შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდეს.

რეიტინგში ლიდერობაზე სამი კანდიდატია: მუგურუსა, უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ჩეხი კაროლინა პლიშკოვა. იმის გამო, რომ მუგურსა გამოეთიშა აშშ-ის ღიას, მისი ბედი სვიტოლინასა და პლიშკოვას გამოსვლაზეა დამოკიდებული, რომლებიც ბადის ზე
და მხარეს არიან.

თუ სვიტოლინა მიაღწევს ნახევარფინალამდე და იქ წააგებს არა პლიშკოვასთან, მაშინ პირველი ნომერი გახდება. თუ უკრაინელი და ჩეხი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, რეიტინგს სათავეში ამ მატჩში გამარჯვებული ჩაუდგება. თუ სვიტოლინა ნახევარფინალამდე წააგებს, ხოლო პლიშკოვა - ფინალამდე, მაშინ 11 სექტემბერს მუგურუსა კარიერაში პირველად ჩაუდგება სათავეში კლასიფიკაციას.

1/8 ფინალი
კაცები
კუერი (აშშ, 17)-მ. ზვერევი (გერ, 23) 6:2, 6:2, 6:1
ანდერსონი (ს. აფრ, 28)-ლორენცი (იტა) 6:4, 6:3, 6:7(4), 6:4
კარენო ბუსტა (ესპ, 12)-შაპოვალოვი (კან) 7:6(2), 7:6(4), 7:6(3)
შვარცმანი (არგ, 29)-პუიე (საფ, 16) 7:6(3), 7:5, 2:6, 6:2

ქალები
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-სუარეს ნავარო (ესპ) 6:3, 3:6, 6:1
კვიტოვა (ჩეხ, 13)-მუგურუსა (ესპ, 3) 7:6(3), 6:3
სტივენსი (აშშ)-გორგესი (გერ, 30) 6:3, 3:6, 6:1
სევასტოვა (ლატ, 16)-შარაპოვა (რუს) 5:7, 6:4, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"