აშშ-ის ღია: ზემოთ ნადალი, ფედერერი, დელ პოტრო, ქვემოთ ფავორიტი აღარ დარჩა

AutoSharing Option
როჯერ ფედერერის მესამე თამაშზე იყო მოლოდინი, რომ შვეიცარიელს ისევ გაუჭირდებოდა, როგორც წინა ორ ხუთსეტიან მატჩში.

თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ როჯერისთვის ფელისიანო ლოპესი იოლი მეტოქეა: ლეგენდამ ზედიზედ მეცამეტედ მოუგო ესპანელს. გარდა ამისა, ფელისიანომ ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ აიღო სეტი.

ფედერერი დაუბრუნდა თავის საყვარელ სტილს და მაქსიმალურად გაურთულა ცხოვრება ლოპესს ბადესთან მუდმივი გასვლებით. შვეიცარიელმა აჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს ფიზიკური მომზადებისა და ძლიერი დარტყმების მხრივ. ერთადერთი საგანგაშო მომენტია - პირველი მოწოდების პროცენტი. მთელი მატჩის განმავლობაში, როჯერმა მხოლოდ 55 პროცენტი მოახვედრა მიზანში პირველი ბურთით, ერთ სეტში კი ეს მაჩვენებელი 39 პროცენტამდე დაეცა. შვეიცარიელის შემდეგი მეტოქეა - გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი.

* * *
რაფაელ ნადალის თამაშში ამ ტურნირზე ერთი უსიამოვნო ტენდენცია შეინიშნება: ესპანელი უჩვეულოდ დიდი ხანი შედის თამაშში და თითქმის ყოველთვის აგებს პირველ სეტს, მაგრამ ამის შემდეგ, მეტოქეს ანადგურებს.

ლეონარდო მაიერთან მატჩი სწორედ ასეთი გამოვიდა. პირველ პარტიაში რაფაელი ბევრს რისკავდა და ძალიან ხშირად ცდებოდა - 13 "უნებლიე" დაუგროვდა. მაგრამ მომდევნო სამ სეტში, ჯამში ზუსტად ამდენივეჯერ შეცდა და იოლად უზრუნველყო შედეგი. მერვედფინალში ნადალი ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება, რომელმაც შესანიშნავი ტემპი აკრიფა.

* * *
1/16 ფინალის გმირი აღმოჩნდა დიეგო შვარცმანი. მან ტურნირი კიდევ ერთი ვარსკვლავის გარეშე დატოვა. 170 სანტიმეტრი სიმაღლის არგენტინელი 2005 წლის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე ტანმორჩილი მოთამაშე გახდა, როცა ხორვატი მარინ ჩილიჩი ოთხ სეტში დაამარცხა - 4:6, 7:5, 7:5, 6:4. ამ წარმატების ხარჯზე, შვარცმანი პირველად გახდება რეიტინგში TOP30-ის წევრი.

* * *
ქალების ტურნირის მთავარი ფავორიტია გარბინ მუგურუსა, რომელიც უდანაკარგოდ მიდის წინ: ესპანელმა პირველ სამ მატჩში ექვსივე სეტი მოიგო და სამ მეტოქეს ჯამში მხოლოდ 9 გეიმი დაუთმო. მუგურუსამ 1/16 ფინალში მაგდალენა რიბარიკოვას მოუგო. ეს ის ჩოგბურთელია, რომელიც გარბინმა უიმბლდონზე ნახევარფინალში გაანადგურა და, ამჯერადაც, მხოლოდ ორი გეიმი მისცა მას.

მერვედფინალში მუგურუსას პირველი სერიოზული მეტოქე ელოდება - ჩეხი პეტრა კვიტოვა.

* * *
მარია შარაპოვას მორიგი მეტოქე იყო ნაკლებად ცნობილი ამერიკელი სოფია კენინი, რომელსაც გამოცდილება არ ეყო რუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. მასპინძელი ყველა ბურთზე იბრძოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შარაპოვამ კარგად ისარგებლა მეტოქის ცუდი თამაშით უკანა ხაზზე და სუსტი მეორე მოწოდებით: მარიამ გაანადგურა კენინი "ვინერსების" რაოდენობით (38 7-ის წინააღმდეგ) და ამერიკელს მეორე მოწოდებით ბურთების მხოლოდ 29 პროცენტის აღების საშუალება მისცა.

შემდეგი მატჩი სერიოზული გამოცდა იქნება მარიასთვის - ის ლატვიელ ანასტასია სევასტოვას ეთამაშება.

* * *
მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა ძალიან ახლოს იყო წაგებასთან და რეიტინგში ლიდერობასთან გამოთხოვებას. შუაი ჟანგმა ფანტასტიკური განწყობითა და აგრესიულობით მოუგო პირველი სეტი ჩეხს და მეორეში მატჩბოლი ჰქონდა - 5:4-ზე საკუთარი მოწოდებისას. მაგრამ, პლიშკოვა გამოძვრა რთული სიტუაციიდან...

1/16 ფინალის ციფრები
- პირველად 2005 წლის შემდეგ, აშშ-ის ღიას 1/8 ფინალში გავიდა ერთბაშად ორი თინეიჯერი: 19 წლის ანდრეი რუბლიოვი და 18 წლის დენის შაპოვალოვი.

- რაფაელ ნადალი წელს, "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მერვედფინალში გავიდა, რაც 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა.

- ქალთა რეიტინგში ლიდერობის რვა პრეტენდენტის სია სამამდე შემცირდა: გარბინ მუგურუსა, კაროლინა პლიშკოვა და ელინა სვიტოლინა.

- მამაკაცთა ბადის ქვედა ნაწილში არ დარჩა არც ერთი ჩოგბურთელი, რომელსაც "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში უთამაშია. ზედა ნაწილში ასეთი სამი მოთამაშეა: ნადალი, ფედერერი და დელ პოტრო.

- კარენო ბუსტა გახდება პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირზე პირველი ოთხი წრე კვალიფიკაციაგამოვლილი ჩოგბურთელების წინააღმდეგ ითამაშა: კინგი, ნორი, მაუ, შაპოვალოვი.

- 35 წლის იტალიელი პაოლო ლორენცი "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალის ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია 1968 წლის შემდეგ.

მამაკაცები
II წრე

ნადალი (ესპ, 1)-დანიელი (იაპ) 4:6, 6:3, 6:2, 6:2
ფედერერი (შვეიც, 3)-იუჟნი (რუს) 6:1, 6:7(3), 4:6, 6:4, 6:2
ტიმი (ავსტრია, 6)-ფრიტცი (აშშ) 6:4, 6:4, 4:6, 7:5
რუბლიოვი (რუს)-დიმიტროვი (ბულ, 7) 7:5, 7:6(3), 6:3
გოფენი (ბელ, 9)-პეია (არგ) 3:6, 7:6(5), 6:7(2), 7:6(4), 6:3
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11)-ბრაუნი (გერ) 6:1, 6:3, 7:6(3)
დოლგოპოლოვი (უკრ)-ბერდიხი (ჩეხ, 15) 3:6, 6:1, 7:6(5), 6:2
მონფილსი (საფ, 18)-იანგი (აშშ) 6:3, 6:7(3), 6:4, 2:6, 7:5
დელ პოტრო (არგ, 24)-მენენდესი (ესპ) 6:2, 6:3, 7:6(3)
მანარინო (საფ, 30)-ფრატანჯელო (აშშ) 6:3, 6:7(4), 6:1, 6:1
ლოპესი (ესპ, 31)-ვერდასკო (ესპ) 6:3, 6:2, 3:6, 6:1
კოლშრაიბერი (გერ, 33)-ხირალდო (კოლ) 6:2, 6:1, 3:0 უარი
ლ. მაიერი (არგ)-სუგიტა (იაპ) 6:7(3), 6:4, 6:3, 6:4
ტროიცკი (სერ)-ტრავალია (იტა) 7:6(6), 7:5, 6:0
ძუმჰური (ბოს)-შტებე (გერ) 4:6, 6:4, 6:0, 6:1
მილმენი (ავსტრა)-ჟაზირი (ტუნ) 6:1, 7:6(1), 6:1

1/16 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-ლ. მაიერი (არგ) 6:7(3), 6:3, 6:1, 6:4
ფედერერი (შვეიც, 3)-ლოპესი (ესპ, 31) 6:3, 6:3, 7:5
შვარცმანი (არგ, 29)-ჩილიჩი (ხორ, 5) 4:6, 7:5, 7:5, 6:4
ტიმი (ავსტრია, 6)-მანარინო (საფ, 30) 7:5, 6:3, 6:4
გოფენი (ბელ, 9)-მონფილსი (საფ, 18) 7:5, 5:1 უარი
მ. ზვერევი (გერ, 23)-ისნერი (აშშ, 10) 6:4, 6:3, 7:6(5)
დელ პოტრო (არგ, 24)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 11) 6:3, 6:3, 6:4
კარენო ბუსტა (ესპ, 12)-მაუ (საფ) 6:3, 6:4, 6:3
პუიე (საფ, 16)-კუკუშკინი (ყაზ) 2:6, 6:3, 6:4, 6:4
კუერი (აშშ, 17)-ალბოტი (მოლ) 4:6, 6:2, 6:4, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ, 28)-ჩორიჩი (ხორ) 6:4, 6:3, 6:2
კოლშრაიბერი (გერ, 33)-მილმენი (ავსტრა) 7:5, 6:2, 6:4
დოლგოპოლოვი (უკრ)-ტროიცკი (სერ) 6:1, 6:0, 6:4
რუბლიოვი (რუს)-ძუმჰური (ბოს) 6:4, 6:4, 5:7, 6:4
ლორენცი (იტა)-ფაბიანო (იტა) 6:2, 6:4, 6:4
შაპოვალოვი (კან)-ედმუნდი (ბრიტ) 3:6, 6:3, 6:3, 1:0 უარი

1/8 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დოლგოპოლოვი (უკრ)
გოფენი (ბელ, 9)-რუბლიოვი (რუს)
ფედერერი (შვეიც, 3)-კოლშრაიბერი (გერ, 33)
დელ პოტრო (არგ, 24)-ტიმი (ავსტრია, 6)
კუერი (აშშ, 17)-მ. ზვერევი (გერ, 23)
ლორენცი (იტა)-ანდერსონი (ს. აფრ, 28)
შაპოვალოვი (კან)-კარენო ბუსტა (ესპ, 12)
პუიე (საფ, 16)-შვარცმანი (არგ, 29)

ქალები
II წრე
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-გიბზი (აშშ) 2:6, 6:3, 6:4
სვიტოლინა (უკრ, 4)-როდინა (რუს) 6:4, 6:4
ნარა (იაპ)-კუზნეცოვა (რუს, 8) 6:3, 3:6, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 10)-პუტინცევა (უკრ) 7:5, 6:2
ოსტაპენკო (ლატ, 12)-კირსტეა (რუმ) 6:4, 6:4
კისი (აშშ, 15)-მარია (გერ) 6:3, 6:4
ვესნინა (რუს, 17)-ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 6:4
ვანდევეგე (აშშ, 20)-ჟაბორი (ტუნ) 7:6(6), 6:2
ბრეიდი (აშშ)-სტრიკოვა (ჩეხ, 23) 6:1, 6:1
როჯერსი (აშშ)-გავრილოვა (ავსტრა, 25) 7:6(6), 4:6, 7:6(5)
ჟანგი (ჩინ, 27)-ოზაკი (იაპ) 6:0, 6:3
ნიკულესკუ (რუმ)-ბოგდანი (რუმ) 6:2, 3:6, 6:3
საფაროვა (ჩეხ)-ჰიბინო (იაპ) 6:1, 3:6, 6:2
კასატკინა (რუს)-მაკჰეილი (აშშ) 7:5, 6:3
კანეპი (ესტ)-ვიკმაიერი (ბელ) 6:4, 6:2
ოსაკა (იაპ)-ალერტოვა (ჩეხ) 6:3, 4:6, 7:5

1/16 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ჟანგი (ჩინ, 27) 3:6, 7:5, 6:4
მუგურუსა (ესპ, 3)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 31) 6:1, 6:1
სვიტოლინა (უკრ, 4)-როჯერსი (აშშ) 6:4, 7:5
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-საკარი (საბ) 6:3, 6:4
ვანდევეგე (აშშ, 20)-ა. რადვანსკა (პოლ, 10) 7:5, 4:6, 6:4
კასატკინა (რუს)-ოსტაპენკო (ლატ, 12) 6:3, 6:2
კვიტოვა (ჩეხ, 13)-გარსია (საფ, 18) 6:0, 6:4
კისი (აშშ, 15)-ვესნინა (რუს, 17) 2:6, 6:4, 6:1
სევასტოვა (ლატ, 16)-ვეკიჩი (ხორ) 6:2, 6:3
გორგესი (გერ, 30)-კრუნიჩი (სერ) 6:3, 6:3
ბრეიდი (აშშ)-ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 4:6, 7:6(3)
საფაროვა (ჩეხ)-ნარა (იაპ) 6:3, 6:2
კანეპი (ესტ)-ოსაკა (იაპ) 6:3, 2:6, 7:5
სუარეს ნავარო (ესპ)-მაკაროვა (რუს) 6:1, 3:6, 6:3
სტივენსი (აშშ)-ბარტი (ავსტრა) 6:2, 6:4
შარაპოვა (რუს)-კენინი (აშშ) 7:5, 6:2

1/8 ფინალი
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ბრეიდი (აშშ)
ვანდევეგე (აშშ, 20)-საფაროვა (ჩეხ)
სვიტოლინა (უკრ, 4)-კისი (აშშ, 15)
კასატკინა (რუს)-კანეპი (ესტ)
სუარეს ნავარო (ესპ)-ვ. უილიამსი (აშშ, 9)
კვიტოვა (ჩეხ, 13)-მუგურუსა (ესპ, 3)
გორგესი (გერ, 30)-სტივენსი (აშშ)
სევასტოვა (ლატ, 16)-შარაპოვა (რუს)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული