აშშ-ის ღია: ფონინი ნიუ იორკიდან გააძევეს

AutoSharing Option
იტალიელმა ჩოგბურთელმა ფაბიო ფონინიმ სერიოზული სანქციები მიიღო იმის გამო, რომ აშშ-ის ღიას პირველ წრეში სტეფანო ტრავალიას წინააღმდეგ მატჩში, მსაჯს "მეძავი" და "გარყვნილი ქალი" უწოდა, რომელსაც ორალური სექსი უყვარს.

თავდაპირველად, ორგანიზატორებმა ფონინი 24 ათასი დოლარით დასაჯეს, მაგრამ, მოგვიანებით, ყველა თანრიგში დისკვალიფიკაცია მისცეს და მთლიანად ჩამოართვეს თანხა, რომელიც ტურნირზე გამოიმუშავა, - წერს UBITennis.

ფონინი პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას ერთეულებში, მაგრამ თანამემამულე სიმონე ბოლელისთან ერთად, წყვილების ტურნირის მესამე წრეში იყო გასული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული