ეკატერინე გორგოძე ალმატის ქალთა ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ეკატერინე გორგოძემ ალმატიში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ქალთა 25 000-იანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრებაში მორიგი გამარჯვება იზეიმა - 31 აგვისტოს მეოთხედფინალში მან მეორე ნომრად განთესილ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დაძაბული პაექრობა 2 საათსა და 21 წუთში მოუგო: მართალია, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო - 4:6, მაგრამ მომდევნო ორში სძლია მეტოქეს - 6:2, 6:2.

ამ მატჩში გორგოძემ 2, პანოვამ კი 3 ეისი მიითვალა, ჩვენებურმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რუსმა - 4; ეკატერინემ 9-დან 6, ალექსანდრამ კი 8-დან 3 ბრეიკპოინტი გამოიყენა.

გორგოძე ნახევარფინალში გავიდა, სადაც უზბეკ
აკგულ ამანმურადოვას შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა. საქმე ის არის, რომ წყვილებში მესამე ნომრად განთესილმა გორგოძემ და უკრაინელმა ვალერია სტრახოვამ გუშინ ნახევარფინალური პაექრობა ასპარეზობის მეორე ნომერ უზბეკებთან,  ნიგინა აბდურაიმოვასა და აკგულ ამანმურადოვასთან საათსა და 13 წუთში წააგეს - 4:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული