აშშ-ის ღიას ენდი მარეი გამოაკლდა

AutoSharing Option
მოახლოებულ აშშ-ის ღია პირველობას კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. ეს არის მსოფლიოს მეორე ნომერი, ბრიტანელი ენდი მარეი. უთამაშებლობის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც მთელი სეზონია აწუხებს შოტლანდიელს.

"ტკივილი არ მომცემს ტურნირის მოგების საშუალებას, ეს კი ჩემი მთავარი მიზანი იყო. უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდები სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით", - მოჰყავს მარეის სიტყვები Telegraph-ს.

შეგახსენებთ, რომ მარეის გარდა, ნიუ იორკში ვერ ითამაშებენ ტოპ-ათეულის შემდეგი წევრები: ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტენ ვავრინკა, მილოშ რაონიჩი და კეი ნიშიკორი. ასე რომ, აშშ-ის ღიას მთავარი ფავორიტები არიან - რაფაელ ნადალი და
როჯერ ფედერერი, რომლებიც ბადის პირველ ნახევარში მოხვდნენ და სავარაუდოდ, ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

ბადის მეორე ნახევრის ლიდერი კი მეოთხე ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევია, რომელმაც გასულ კვირას მოიგო ცინცინატის "მასტერსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული