ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
ორშაბათს, ტრადიციულად, საჩოგბურთო რეიტინგები განახლდა. ცინცინატის "მასტერსზე" ორი მატჩის მოგებისა და მერვედფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუთი ადგილის მოგება შეძლო და მე-60 პოზიციაზე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ცინცინატიში ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ამერიკელ კრისტიან ჰარისონს აჯობა, რის შემდეგაც ორ სეტში დამარცხდა ასევე ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან.

რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ათეულს, აქ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდა ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც ეს სტატუსი ბრიტანელ ენდი მარეის წაართვა.

გარდა ამისა, ადგილები გაცვალეს ალექსანდრ ზვერევმა და
მარინ ჩილიჩმა - გერმანელი ერთი საფეხურით ამაღლდა და მეექვსე ჩოგანია.

და კიდევ, ცინცინატში მოგების შემდეგ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ტოპ-ათეულში დაბრუნდა, ხოლო იქიდან გავარდა კანადელი მილოშ რაონიჩი.

ATP-ის კლასიფიკაციის TOP-10 ასე გამოიყურება:

1(2). რაფაელ ნადალი (ესპ) - 7 645
2(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 7 150
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 7 145
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 690
5(5). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 5 325
6(7). ალესანდრ ზვერევი (გერ) - 4 470
7(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 4 155
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 030
9(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) - 3 710
10(9). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 195

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული