მარია შარაპოვა აშშ-ს ღია პირველობაზეც უაილდ-ქარდით დაუშვეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მონაწილეობისთვის უაილდ-ქარდი მიიღო, - წერს ტურნირის პრესსამსახური. უფრო ადრე, რუსმა ანალოგიური მიწვევები ტორონტოსა და ცინცინატის ტურნირებში მონაწილეობაზე მიიღო, მაგრამ მარცხენა ხელის ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო.

30 წლის შარაპოვა აპრილში დაუბრუნდა კორტს და მას შემდეგ, ცხრა მატჩი ჩაატარა და ექვსი მოიგო. ამ მომენტისთვის, ის WTA-ის კლასიფიკაციაში 148-ე ჩოგანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული