მარია შარაპოვა ცინცინატის ტურნირზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ვერ ითამაშებს ცინცინატის ტურნირზე, რომელიც გუშინ დაიწყო. მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის უთამაშებლობის მიზეზი მარცხენა ხელის ტრავმაა. შარაპოვა ტურნირის ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა. პირველ წრეში რუსის მეტოქე როლან გაროსის ჩემპიონი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო უნდა ყოფილიყო.

"ცინცინატიში სრულ მზადყოფნაში ჩამოვედი, - განაცხადა WTA-სთან კომენტარში შარაპოვამ. - მაგრამ ექიმმა მირჩია, მარცხენა ხელის დაზიანების გამო, გამოსვლაზე უარი მეთქვა".

შეგახსენებთ, რომ შარაპოვა 15-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, კორტზე აპრილში დაბრუნდა. მან მონაწილეობა მიიღო შტუტგარტის, მადრიდისა და რომის ტურნირებში, რის შემდეგაც, ორი თვე
ტრავმის გამო გამოტოვა. ამას მოჰყვა ერთი მატჩი სტენფორდში, მაგრამ იმ ტურნირზე გამოსვლა შარაპოვამ ტრავმის მიზეზით შეწყვიტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული